მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair მგზავრებს კომპენსაციას 6 თვის ვადაში გადაუხდის

5eaff4f598823
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 15:20
1120
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ოლეარი აცხადებს, რომ ავიაკომპანია კომპენსაციას გადაუხდის იმ მგზავრებს, ვისი რეისებიც კოროანვირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც Ryanair-ის ხელმძღვანელმა BBC-ისთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული თანხების კომპენსირებას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.

ავიაკომპანია კომპენსაციისთვის განკუთვნილი 25 მილიონის მოძიებას საკუთარი პერსონალის შემცირების ხარჯზე გეგმავს.

Ryanair-ი 3,000 სამუშაო ადგილების შემცირებას აპირებს, რათა გაუმკლავდეს კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, სამუშაო ადგილების შემცირება მფრინავებს და ეკიპაჟის წევრებს შეეხება, ხოლო დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასები 20%-ით შეეკვეცებათ.

ოლეარი აღნიშნავს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მომავალი 12 თვის განმავლობაში იარსებოს. თუკი ვაქცინას დროულად არ აღმოაჩენენ, უფრო მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწევთ.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თავად ოლეარის ხელფასი 50%-ით არის შემცირებული აპრილი-მაისის თვეში და იგი დათანხმდა შემცირებულ ანაზღაურებაზე მუშაობას 2021 წლის მარტამდე.