მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair: მომაჯადოებელი ქალაქი თბილისი

5e43ac80b2a0e
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.20 11:47
1501
"უგემრიელესი სამზარეულოთი, შთამბეჭდავი ისტორიით და მომაჯადოებელი ადგილების სიმრავლით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა," - წერს ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისის შესახებ. 

"გასულ წელს საქართველომ 8.7 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო. აქტიური ღამის ცხოვრებით, ძველი ქალაქის განსაცვიფრებელი ხედებით, უძველესი ისტორიული ადგილების სიმრავლითა და სათხილამურო კურორტების სიახლოვით, თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ცენტრი - "Berlin Out, Tbilisi In" - ეს არის ფრაზა, რომელსაც ადგილობრივები ხშირად იყენებენ", - ნათქვამია ავიაკომპანიის ვებგვერდზე

ამჟამად, Ryanair-ი ფრენებს თბილისი-მილანის და ქუთაისი-ბოლონიის, ქუთაისი-მარსელის მიმართულებით ასრულებს.