მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair ნოემბერში გაუქმებულ ფრენებზე ბილეთების საფასურს არ აანაზღაურებს

5fa14ce7135d3
ნათია თაქთაქიშვილი
03.11.20 16:36
1004
დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეიდან ყველა არააუცილებელი საჰაერო მიმოსვლა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair აცხადებს, რომ ნოემბერში ფრენების გაუქმების მიუხედავად, ავიაკომპანია მომხმარებლებს ბილეთის საფასურს არ აუნაზღაურებს, თუმცა, მათ ექნებათ საშუალება ბილეთი გადაცვალონ მათთვის სასურველი პერიოდისათვის.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ავიაკომპანიას მგზავრთა ნაკადი 80%-ით შეუმცირდა. Ryanair-ის მონაცემებით, მეორე და მესამე კვარტალში ავიაკომპანიამ 17.1 მილიონი ადამიანი გადაიყვანა ნაცვლად 85.7 მილიონისა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის ზარალმა 196.5 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც შარშან კომპანიას 1.15 მილიარდი ევროს შემოსავალი ჰქონდა.