მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair: ქვეყნების უმეტესობაში ფრენები 1 ივლისს აღვადგინეთ, საქართველოში ველით ნებართვას

5efdae0db8ff7
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.20 13:53
8196
„Ryanair-მა პირველ ივლისს ოპერირების აქტიური ფაზის დაბრუნება აღნიშნა, ავიაკომპანიამ დღის განმავლობაში 1,000 ავიარეისი შეასრულა. აღდგენილია მარშრუტების 90%, რომელსაც ავიაკომპანია Covid-19-მდელ პერიოდში სრულდებოდა,"- ასე პასუხობენ bm.ge-ის ავიაკომპანია Ryanair-ში. ამასთან, აცხადებენ, რომ საქართველოში ფრენების განახლებისთვის აუცილებელია მთავრობამ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქოს და რეგულარული საჰაერო ფრენები დაუშვას.

"საქართველოში ოპერირების განახლება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე,"- ნათქვამია ავიაკომპანის წერილობით პასუხში. 

Ryanair-ის CEO-მ მაიკლ ო’ლირმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიის მიერ რეისების განახლება მთლიანად ევროპული ტურისტული ინდუსტრიისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ჩვენ მოველით, რომ ივლისის განმავლობაში 4.5 მილიონ მომხმარებელს მოვემსახურებით. დღეში 1000 რეისის შესრულება ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორი აეროპორტებისთვის, ასევე მთლიანად ევროპის ტურისტული ინდუსტრიის შემოსავლებისთვის, არის მნიშვნელოვანი,“- განაცხადა მაიკლ ო’ლირმა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიური ავიაკომპანია საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან მარსელის, ბოლონიისა და მილანის მიმართულებით ასრულებდა რეისებს.

კითხვაზე გაიხსნება თუ არა 2020 წლის აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი ჯერ-ჯერობით არ არსებობს.