17.ოქტომბერი .2020 19:20

სააფთიაქო ბიზნესი ხელისუფლებასთან გარიგებული მონოპოლისტური ბიზნესია - გიორგი ვაშაძე

views 243
უკან

“სააფთიაქო ბიზნესი ხელისუფლებასთან გარიგებული მონოპოლისტური ბიზნესია” - ამის შესახებ  #Forbestalks-ში პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. პოლიტიკოსი ამბობს, რომ დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენიმე მონოპოლისტია, რაც სხვებს განვითარების შესაძლებლობას უზღუდავს. 

“ეს მონოპოლიები იმ მკაცრმა რეგულაციებმა ჩამოაყალიბა, რომელიც ზოგადად წამლის გაყიდვის უფლებასთან დაკავშირებით შეიქმნა. კერძოდ იმან, თუ წამალი როგორ და რა ვითარებაში უნდა გაიყიდოს. 


საქართველოში ძირითადად 3 ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ერთმანეთს იმაზე ეჭიდავება, ვინ უფრო მეტ ქსელს გახსნის, რომ აფთიაქში მეტი კლიენტი შეითრიოს და წამალი ძვირად მიჰყიდოს. რეგულაციების მოხსნა მნიშვნელოვანია. ის მცირე ფარმაკომპანიებს ბაზარზე შემოსვლას და გიგანტებზე კონკურენციის გაწევას უზღუდავს.


ვაპირებთ, რომ ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი დავნერგოთ. რაც გულისხმობს იმას, რომ მწარმოებლიდან აფთიაქამდე ფასი გამჭვირვალე უნდა გახდეს და ცნობილი იყოს მასში ჩადებული მოგება რამდენია. ფარმაცევტს შეუძლია, რომ მცირე აფთიაქი სახლში მოაწყოს და მედიკამენტი იქიდანაც გაყიდოს, ან პირველადი მოხმარების წამლების გაყიდვის ქსელი სუპერმარკეტში იყოს. როდესაც ჩვენ ქვეყანაში ფასის და ხარისხის კონკურენციას დავიწყებთ, ამდენი აფთიაქი აღარ იქნება” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა