მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას ახალი კომპონენტი დაემატა

61c9e7ecd7767
BM.GE
27.12.21 21:29
381
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებას დაემატა ახალი კომპონენტი. ამის შესახებ სააგენტო იტყობინება.

კერძოდ, პროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:

-პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს საწარმოს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას; ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას და მეწარმე სუბიექტის მიერ წარმოებული პროდუქტის ლიცენზირებას.

-ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვა, რომლის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 20,000 ლარით. აღნიშნული მოიცავს ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ბრენდის ტრანსფორმაცია/ცვლილება (rebranding) და პროდუქციის შეფუთვა ბრენდის სახელმძღვანელოს (brandbook) შესაბამისად;

-საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება ექვივალენტი ლარში, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნულის დაფინანსების მოცულობა - 10 000 ევრო ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.