სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, „პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის“ მიხედვით, პროგრამის შედეგები შთამბეჭდავია. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს პროგრამები 2015 წლიდან ხორციელდება და დღეის მონაცემებით, განხორციელებულია დაახლოებით 9 ათასი პროექტი, რაც ჯამში ნიშნავს 58 ათასამდე შექმნილ სამუშაო ადგილს.
„თუმცა, მნიშნელოვანია რა დგას ამ სტატისტიკის მიღმა... ჩვენ შევაფასეთ თითოეული ლარის ეკონომიკური გავლენა, რომელიც ჩვენ თანადაფინანსებით გავეცით და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავია. თითო თანადაფინანსებულმა ლარმა 15-ჯერ მეტი შემოსავალი დაუგენერირა ბიზნესს, ასევე თითო თანადაფინანსებულმა ლარმა 1.6 ლარი შეიტანა მხოლოდ ერთ წელში გადასახადების სახით ბიუჯეტში და თითო ლარმა შექმნა დამატებით 5 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ახდენენ პირდაპირ სწრაფ და გაზომვად ეფექტს ჩვენს ეკონომიკაზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
სააგენტომ GIZ-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.
ჩატარებული ანალიზის თანახმად, ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან (2020 წელი) დღემდე დამტკიცებული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 28 მილიონი ლარი, გაცემული სესხების/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებამ 2.6 მილიონი ლარი, ხოლო ნაზარდმა შემოსავალმა 40.3 მილიონი ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი