მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაშვილის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება - დეგნანი

615810e1814a8
ინგა მურუსიძე
02.10.21 12:00
1484
მიხეილ სააკაშვილის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს საქმე იქნება ტესტი საქართველოს სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს. იმედია ყველაფერი ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ნორმების ფარგლებში იქნება“, - განაცხადა ელჩმა.

გარდა ამისა, ამ კონტექსტში საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და პოლარიზაცია.

„არჩევნები არის ის პერიოდი, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, რაც აწუხებს მოსახლეობას და იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება კოვიდი, ეკონომიკა, გაზრდილი ფასები, გზები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია“, - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.