მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაშვილმა დადო პირობა, რომ შიმშილობას შეწყვეტს და ქვეყანაში შიმშილობის კასკადი შეწყდება - ტიკარაძე

6197bc992692c
ინგა მურუსიძე
19.11.21 19:20
621
"ბოლო პერიოდში სახეზე გვქონდა შიმშილობის ეპიდემია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადა, სადაც პირადად ჩავიდა.

„პაციენტს (მიხეილ სააკაშვილს), როგორც რუსთავის, ასევე გლდანის მე-18 დაწესებულებაში უტარდებოდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სჭირდებოდა და მღელვარება საჭირო არ იყო. ბოლო პერიოდში სახეზე გვქონდა შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში, რაც ნამდვილად დაუშვებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, ყველა მოშიმშილესთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში გაუარესდა ჩვენი დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გადმოვიყვანოთ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მან დადო პირობა, რომ შეწყვეტს შიმშილობას და ის კასკადი, რომელიც მივიღეთ შიმშილობის, შეწყდება ქვეყანაში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ყველა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი, ხოლო მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური პალატა მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე 49 დღეა შიმშილობს. დღეს კი მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. თავის მხრივ, სააკაშვილი პირობას დებს, რომ შიმშილობას შეყვეტს. შიმშილობა შეწყვიტეს დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართავდნენ.