მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააკაშვილმა მიიღო შეთავაზება და უკრაინის ვიცე-პრემიერი ხდება

5ea03b6c452af
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.20 16:46
6221
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკისგან, ქვეყნის ვიცე-პრემიერის პოსტზე შეთავაზებას იღებს და აცხადებს, რომ ის ამ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში, ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ კრიზისი მცირე დანაკარგებით დაძლიოს.

BM.GE საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის დიდი პატივია, პრეზიდენტ ზელენსკისგან მიღებული შეთავაზება - გავხდე უკრაინის ვიცე-პრემიერი რეფორმების კუთხით. მე ასევე მქონდა შინაარსიანი და სასარგებლო საუბარი უკრაინის პრემიერ-მინისტრ შმიგალთან, რომლის დროსაც ჩვენ ჩემი ხელისუფლებაში მუშაობის საკითხები დეტალურად განვიხილეთ.

მე პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების და შემდგომ პერიოდშიც მხარს ვუჭერ და უკრაინისა და მთელი რეგიონის სასარგებლოდ მის გუნდზე დიდ იმედებს ვამყარებ. ამ შეთავაზებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რამდენადაც ქვეყნისთვის ეს არ არის მარტივი დრო. წინ ჩვენ ქვეყნისა და მის ეკონომიკაში რთული პერიოდი გველის. ჩვენ ახლა, როგორც არასდროს ჩვენს გადაწყვეტილებებსა და რეფორმებში გაბედულები უნდა ვიყოთ.

მე საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელი ცვლილებების შესახებ ჩემს წინადადებებს წარვადგენ, შმიგალის მართველობის სამთავრობო პროგრამის ნაწილის კონკრეტული დამუშავებით, რომელიც ჩამომიყალიბდა უკრაინაში ჩამოსვლამდე და ასევე აქ მუშაობის პერიოდშიც, დავეფუძნები რა როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ გამოცდილებას.
იმისთვის რომ უკრაინამ მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი უმცირესი დანაკარგებით გადალახოს და ყველა გამოწვევას უპასუხოს, პრეზიდენტის გუნდთან ერთად, მზად ვარ ვიმუშავო უკრაინის პარლამენტის ყველა პატრიოტულ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. ვიმედოვნებ რომ ვიქნები გუნდის სანდო წევრი და უკრაინელ ხალხს გამოვადგები, მათთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთებით.

მე ასევე ვიმედოვნებ, რომ გამოვიყენებ ჩემს საერთაშორისო გამოცდილებას, იმისთვის რომ ვიყო მმართველი გუნდის სარგებლის მომტანი წევრი, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხით, გავაძლიერო უკრაინის პრესტიჟი და მოვახდინო მისი ინტეგრირება საერთაშორისო კავშირებთან, იმისთვის რომ დავიცვა პირველ რიგში უკრაინელი ხალხის ინტერესები და ქვეყნის განვითარებას შევუწყო ხელი. ", - აცხადებს მიხეილ სააკავშვილი.