მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საამაყო მდგომარეობა გვაქვს - ფინანსთა მინისტრი აქციზიდან მიღებულ შემოსავალზე

5e09a62d2259f
ინგა მურუსიძე
30.12.19 11:32
1269
"ჩვენ მოვახერხეთ, რომ 2019 წელს ვამთავრებთ ისტორიული მაქსიმუმით როგორც საწვავიდან, ასევე სიგარეტიდან ამოღებული აქციზით", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორისთვის გიორგი ისაკაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მინდა ორი თემა დავაკავშირო – ეს არის საწავი და სიგარეტზე აქციზი. ეს ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი წყაროებია ჩვენი ბიუჯეტის შევსების. ტრადიციულად, ისტორიულად, ყველაზე მოწყვლადი სფეროებია სხვადასხვა ე.წ. მაქინაციებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ, რომ 2019 წელს ვამთავრებთ ისტორიული მაქსიმუმით როგორც საწვავიდან, ასევე სიგარეტიდან ამოღებული აქციზით. საქართველოში ამაზე მეტი თანხა აქედან ამოღებული არ დაგროვილა. ეს უკავშირდება ზუსტად ორ რამეს - ეს არის ხვრელები, რომლებიც ამოვკეტეთ და საწვავის აქციზთან დაკავშირებით, ყველა ტიპის თაღლითობები; სიგარეტთან დაკავშირებით პრობლემები ორი ბუნების იყო - კონტრაბანდა და არათანაბარი განაკვეთი იმპორტირებულ და ადგილობრივ სიგარეტზე. ეს ლეგალური და არალეგალური ხვრელები არის აღმოფხვრილი და გვაქვს მაქსიმალური შედეგი. თანდათანობით, ამ ორ მიმართულებაში გავაკეთეთ ძალიან მძლავრი პროგრესი, წლების განმავლობაში სულ იყო საუბარი და მითქმა-მოთქმა, რომ აქ რაღაცა იკარგება, იქ იმალება, ყველა სქემა არა მხოლოდ გახსნილია, არამედ ჩაკეტილია მაქსიმალურად", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

გიორგი ისაკაძის რეპლიკაზე – "ასე გაძვრა ყალბი ანგარიშფაქტურების სქემა", მაჭავარიანმა უპასუხა, რომ "ეს სიმართლეა და ასევე "გაძვრა" "ომეგას" 50 მილიონიანი გადასახადი, ტელევიზიების 55 მილიონი და ა.შ".

"ჩემთვის ეს ყველაფერი იყო ხვრელები. ჩემთვის გადასახადის გადამხდელი არის გადასახადის გადამხდელი. ყველა არის ერთი – ტელევიზია, ნავთობკომპანია, თუ სხვა და ამ მიმართულებით პროგრესი არის. ნებისმიერი ავტორიტეტული ორგანიზაცია დაგიდასტურებთ, რამდენად გაჯანსაღებულია ნავთობკომპანიების მიმართულებით გარემო. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გარღვევები მოხდა, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს აქვს საამაყო. ამ ყველაზე მაღალრისკიანი პოზიციებიდან შემოსავლები არის ყველაზე მაღალი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ამ კონტექსტში ჟურნალისტი დაინტერესდა, ნავთობკომპანია "ლუკოილში" საგამოძიებო სამსახურის შესვლა უკავშირდება თუ არა ე.წ. ყალბი დღგ-ის მასშტაბურ საქმეს, რაზეც მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ეს "ჩვეულებრივი, რიგითი შემოწმებაა".