მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო წელს გაზრდილი პოლიტიკური რისკები აუარესებს ბიზნეს გარემოს - გიორგი ხიშტოვანი

5e552910d0126
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.20 21:38
996
ყოველი საარჩევნო წელი არის გაზრდილი პოლიტიკური რისკები, ხოლო გაზრდილი პოლიტიკური რისკები აუარესებს ბიზნეს გარემოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს ტურიზმის განვითარების შესახებ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე „PMC კვლევითი ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში FDI-ის მიმართულებით უარყოფითი ტრენდი ვლინდება, რაც ნაწილობრივად საქართველოზეც მოქმედებს.

„უკანასკნელ პერიოდში ხშირად არის დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ბიზნეს გარემოა საქართველოში, ყველაზე კარგი შესაძლებლობა ამის დასადგენად არის ბიზნეს ასოციაციების გამოკითხვა, თუ როგორ აფასებენ ისინი ბიზნეს გარემოს, ეს შეხვედრაც ამას ემსახურება.

ზოგადად მსოფლიოში არის უარყოფითი ტრენდი განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ამით აიხსნება ნაწილობრივ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება საქართველოში და შესაბამისად საინტერესოა ვკითხოთ ბიზნესებს, როგორ გარემოს ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

კითხვაზე შენელდება თუ არა ბიზნეს აქტივობა საარჩევნო წელს, „PMC კვლევითი ცენტრის“ დირექტორი პასუხობს, რომ მშვიდი პოლიტიკური გარემოს პირობობები ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებას.

„ყოველი საარჩევნო წელი არის გაზრდილი პოლიტიკური რისკები, ხოლო გაზრდილი პოლიტიკური რისკები აუარესებს ბიზნეს გარემოს, იქიდან გამომდინარე რომ ინვესტიცია უფრო ძვირიანი ხდება, შესაბამისად რამდენადაც მშვიდი იქნება პოლიტიკური წელი, მით უფრო ნაკლებად შეუშლის ხელს ინვესტიციების შემოდინებას“, - განმარტა ხიშტოვანმა.