206 ლარი და 10 თეთრი, ეს სტატისტიკის წარმოების ისტორიაში საარსებო მინიმუმის მაქსიმალური მაჩვენებელია, რაც მარტში დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი თებერვალთან შედარებით 7,1 ლარით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი თითქმის 25 ლარით არის გაზრდილი, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფასებზე მეტყველებს.
საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია და მასში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. შესაბამისად აქედანაც ხელმძღვანელობე ხოლმე, როცა ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმი რეალურ საჭიროებებს არ ასახავს.
საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად თვის განმავლობაში შრომისუნარიანი ადამიანი 600 გრამი ლობიოთი, 300 გრამი ბრინჯით, ამდენივე გრამი ღორის ხორცით და 4,5 კილოგრამი კარტოფილით უნდა დაკმაყოფილდეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ საარსებო მინიმუმს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს და ის რეალობას არ ასახავს. ამასთანვე მოძველებულია ის მეთოდოლოგიაც, რითაც სტატისტიკის სამსახური ხელმძღვანელობს. საქსტატი კი საარსებო მინუმუმს 1997 წლიდან ითვლის.
„სინამდვილეში საარსებო მინიმუმი საერთოდ არ არის რაიმე ეკონომიკური მაჩვენებელი. ეს არის ძალზედ სუბიექტური მაჩვენებელი თითოეული ადამიანისთვის, სუბიექტური ცვლადი. რაზეც არაერთი მკვლევარი მიუთითებს, საზოგადოების დონეზე ამის განზოგადება , საშუალო სტატისტიკური ინფორმაციის გამოყვანა, ამაზე არანაირი ობიექტური კომპონენტები არ იძებნება.შესაბამისად სურათს , რასაც ვიღებთ ის არასოდეს არ ასახავს რეალობას.
საარსებო მინიმუმი არის უფრო მეტად პოლიტიკური ცვლადი, რომელსაც პოპულისტური მიზნებისთვის იყენებენ და აპელირებენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომ ვთქვათ პენსიები არის საარსებო მინიმუმზე მეტი, ან დახმარება არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. თითქოს საარსებო მინიმუმი არის ის კონკრეტული მაჩვენებელი, რომელიც თითქოს ასახავს იმ თანხას, რომელიც საკმარისია ,რომ ადამიანმა იარსებოს. პოლიტიკოსებს არ აწყიბთ ეს ტერმინი გაქრეს სტატისტიკიდან, რადგან ეს ერთერთი საყვარელი ტერმინია და ცხადია მას ისინი სხვადსხვა მიზნებისთვის იყენებენ“-აცხადებს ფინანსისტი აკაკი ცომაია.
Bm.ge-ს ანალიტიკოსი, ირაკლი მაკალათიაც თვლის, რომ საარსებო მინიუმის მაჩვენებელი ეკონომიკურ და სოციალურ შინაარს მოკლებულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რამდენიმე წლის წინ წინ გაკეთებული გათვლებით, დღეს არსებული მაჩვენებლი 2,5 ჯერ მეტი მაინც უნდა იყოს, რომ მან მოსახლეობის რეალური საჭიროებები დააკმაყოფილოს.
„საარსებო მინიმუმი 206 ლარი იქნება, მეტი თუ ნაკლები ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის სოციალურ ცხოვრებას ვერ ცვლის. რაც შეეხება 206 ლარს, რომელიც მაქსიმალური მაჩვენებელია, ეს გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციის დონის ზრდით და არა ცხოვრების დონის გაუმჯობესებით. საარსებო მინიმუმი ითვლება მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებიდან და შემდეგ პროპორციით მინიმალური სასურსათო კალათის 30%-ის და მინიმალური არასასურსათო კალათის 70%-ის თანაფარდობიდან ვიღებთ საბოლოოდ საარსებო მინიმუმს.
იმისათვის, რომ საარსებო მინიმუმი გაიზარდოს, აუცილებელია მინიმალური სასურსათო კალათაში შემავალი 40 დასახელების პროდუქტის მოხმარების რაოდენობა გაიზარდო ან ამ პროდუქტების ფასები გაიზარდოს. წლების განმავლობაში ეს მეთოდოლოგია არის უცვლელი. ეს არის 90 წლებში შემუშავებული მეთოდოლოგია და რეალიბასთან კავშირიც არ აქვს. პოლიტიკური ნება არ არის საარსებო მინიმუმის ზრდის. რადგან მოუწევთ მთელი რიგი სოციალური პაკეტების გადახედვა. შესაბამისად გეგმებში არ შედის სახელმწიფოს მხრიდან გადახედვის და სპეკულაციები მუდმივად იყო და იქნება, რომ ჩვენი პენსია უფრო მეტია, ვიდრე საარსებო მინიმუმი, რაც რეალობასთან არის ამცდარი“-აცხადებს მაკალათია.
საარსებო მინიმუმში რომ დიდი შინაარსი არ დევს და თუნდაც ყოველთვიურად 206 ლარით თავის გატანა შეუძლებელია, ამას თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ, მაგრამ როცა საჭირო ხდება, საზომად ისევ საარსებო მინიმუმს ეფარებიან. ასე მოიქცა გუშინ პრემიერიც, როცა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილების ფინანსურ დახმარებაზე კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ეს თანხა თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები არ იქნება.
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა