საარსებო მინიმუმის შესახებ სტატისტიკის წარმოებამ დაკარგა აზრი, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე წერს.
მისი თქმით, საარსებო მინიმუმის შესახებ სტატისტიკის წარმოებას სამართლებრივად დატვირთვა არ აქვს, ანალიტიკური მიზნებისათვისაც ვერ გამოდგება, რადგან ყალბია.
"საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით სამი ლარით შემცირდა, ანუ შრომისუნარიან ადამიანს ივლისის თვეში ნაკლები ფული სჭირდება იმისათვის, თავი რომ შეინახოს, ივნისის თვესთან შედარებით. სასაცილოა. საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის ივლისის თვეში იმდენია, რამდენიც იყო გასული წლის მაისში. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, თურმე ცხოვრება არ გაძვირებულა, არც ფასები გაზრდილა, არც ლარი გაუფასურებულა და ფულს ისეთივე მსყიდველობითი უნარი აქვს, რაც შარშანდელ იგივე რაოდენობის ფულს ჰქონდა", – წერს რომან გოცირიძე.
მისივე თქმით, სურათი მარტივია - საარსებოდ საჭირო შემოსავლის მინიმუმი არის გაცილებით მეტი, ამის აღიარება კი სიღარიბის რეალური სურათის აღიარებას ნიშნავს, რაც არ აწყობს ხელისუფლებას, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ.
ცნობისთვის, საქსტატმა გუშინ ივლისის თვის საარსებო მინიმუმის მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელმა 183.5 ლარი, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 162.6 ლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივლისის თვეში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 307.9 ლარით განისაზღვრა. სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 292.6 ლარი გახდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი