მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 7-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

5faaa30b455e4
სალომე მეცხვარიშვილი
10.11.20 18:42
1164
2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ 7-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. შედეგად, სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას უკვე 502 258 ადამიანი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 13.5%-ია. საარსებო შემწეობის მიმღებთა ამაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა შემწეობას 506 245 პირი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.3% იყო. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ყოველთვიურად აქვეყნებს.  

შედეგად, საქართველოში მცხოვრები 140 ათასი ოჯახისთვის სახელმწიფოსგან დანიშნული მინიმალური თანხა (თვეში მაქსიმუმ 60 ლარი თითო ადამიანზე) ხშირ შემთხვევაში, ერთადერთი შემოსავალია. ბოლო ერთ წელიწადში კი, წინა წლის სექტემბერთან შედარებით ამ დახმარების მიმღებთა რიცხვი 17%-ით არის გაზრდილი. 

რეგიონების სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ყველაზე მეტი ბენეფიციარი სახელმწიფო ბიუჯეტს თბილისში ჰყავს - 106 ათასი ადამიანი. დედაქალაქში მთლიანი პოპულაციის 9.5% შემწეობას იღებს, თუმცა ყველაზე ღარიბ რეგიონად შეიძლება რაჭა-ლეჩხუმი ჩავთვალოთ, სადაც მოსახლეობის 43% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. 



საინტერესო ტრენდს აჩვენებს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა საარჩევნო წლებში, განსაკუთრებით კი საპარლამენტო არჩევნების პერიოდში (2012, 2016, 2020 წწ.). სტატისტიკის მიხედვით, საპარალამენტო არჩევნების დროს საარსებო შემწეობის მიმღები ბენეფიციარების რიცხვი ყოველთვის იზრდება.