05.მაისი .2021 10:26

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე - 541,000-მდე გაიზარდა

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე - 541,000-მდე გაიზარდა
views 1400
უკან

საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს, ამ ოჯახებში მაცხოვრებელთა რაოდენობა კი საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ს შეადგენს.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.

საქართველოში აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის სტატისტიკას საქსტატი ითვლის, თუმცა უწყებას 2020 წლის სიღარიბის ამსახველი ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა სავარაუდოდ COVID-19-ის კრიზისის შედეგად ქვეყანაში სიღარიბე რეკორდული ტემპით არის გაზრდილი. 2019 წლის მდგომარეობით კი ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიური კრიზისის შედეგად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა.