საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასით გაიზარდა და 2021 წლის მარტში 541,000-ს პირველად გადააჭარბა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს, მათ მარტში შემწეობის სახით 30.15 მილიონი ლარი დაურიგდათ.
ჯანდაცვის სამინისტროში სტატისტიკის გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების შეჩერებას ასახელებს.
„პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრის თვიდან არ ხდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება და უწყვეტად გრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.
ამასთან, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების უკეთ იდენტიფიცირების მიზნით, პანდემიის პირობებში გამარტივდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობის მიღების უფლების მოპოვების შემთხვევაში დანიშვნის პროცესი ხორციელდება ავტომატურად. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ერთი მხრივ, შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების პროცედურების შეჩერებასთან და მეორე მხრივ, ახალი მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების გამარტივებულ წესებთან“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჯანდაცვის სპეციალისტებს სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხსა და სტატისტიკას შორის ლოგიკური კავშირის დადგენა უჭირთ. ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა გასული წლის ოქტომბრის არჩევნებს ჰქონდა.
„ეს ზრდა ემთხვევა არჩევნების თარიღს. ეს რომ იყოს თანმიმდევრული ზრდა, იანვრიდან დაწყებული, მაშინ გასაგებია. თუ გადამოწმება აღარ ხდება, ეს რაოდენობა უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ნახტომისებური ზრდა ოქტომბრიდან განსაკუთრებით ნიშნავს იმას, რომ არჩევნების პროცესმა გარკვეული გავლენა მოახდინა როგორც დანიშვნაზე, ისე დახმარების მიმღებების რაოდენობაზე. კოვიდის შედეგად რეალურად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი და იმათი რიცხვი, ვინც გაღარიბდა.
თუმცა ამ პროგრამას ერთი თავისებურება აქვს, მას უფრო ხანგრძლივი ქრონიკული სიღარიბის დაჭერა შეუძლია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზუსტად რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ პროგრამიდან და საჭიროა თუ არა სხვა პროგრამების წამოწყება, რადგან ეს პროგრამა არის უკიდურესი სიღატაკის შემცირების პროგრამა, ის ამცირებს უფრო სიღატაკის სიღრმეს, მაგრამ ის, რასაც სიღარიბის შემცირება ჰქვია გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სხვა სპეციალური დეტერმინატებით უნდა მოხდეს, ესაა ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები განათლებაში, მათ შორის ამ თანხის ეფექტიანი გამოყენება, როდესაც მართლა მისამართულად მიდის თანხა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ანდრია ურუშაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ