მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო ბაზარზე ისევ Wizz Air ლიდერობს - ვის რა წილი აქვს ქართულ ავიასივრცეში?

5e218af9a86d1
BM.GE
17.01.20 14:18
1372
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის წილმა შარშან 16%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2018 წელს მისი წილი ბაზარზე 12%-ს შეადგენდა. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლით მეორე ადგილზე “Turkish Airlines”-ია, ხოლო მესამე ადგილს, 10%-ით ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways”-ი იკავებს.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ავიაკომპანია Wizz Air – 825 290 მგზავრი 16%;
2. ავიაკომპანია Turkish Airlines – 572 181 მგზავრი 11%;
3. ავიაკომპანია Georgian Airways – 500 482 მგზავრი 10%;
4. ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 207 588 მგზავრი 4%;
5. ავიაკომპანია Fly Dubai – 204 364 მგზავრი 4%;
6. ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 4%
7. ავიაკომპანია Pegasus – 180 761 მგზავრი 4%;
8. ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;
9. ავიაკომპანია SkyUp Airlines – 156 186 მგზავრი 3%
10. ავიაკომპანია Air Arabia – 144 216 მგზავრი 3%;

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 11% ქართული ავიაკომპანიები (565 779 მგზავრი) და 89% უცხოური ავიაკომპანიები (4 546 253 მგზავრი).

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წელს გადაყვანილ იქნა 5 112 032 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები შარშან სულ 5 209 505 მგზავრს მოემსახურა.