მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო ბაზარზე საუდის არაბეთის ბიუჯეტური კომპანია შემოდის

628635f3887d4
მარიამ ვარადაშვილი
19.05.22 16:30
768
საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კომპანია ივნისიდან ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს.

პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები - ჯედადან და რიადიდან.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირი რეგულარულ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით შესრულდება. (რიადი-თბილისი-რიადი - კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი - კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა - კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა - კვირაში 3 სიხშირე, რიადი - ბათუმი- რიადი - კვირაში 3 სიხშირე).

“საქართველოს ცნობადობა საკმაოდ მაღალია საუდის არაბეთში და მოხარულები ვართ, რომ ივნისის ბოლოდან საქართველოს საუდის არაბეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტები შეემატება,-“აცხადებს თამარ არჩუაძე. საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ია.