მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო ინდუსტრია "უპრეცედენტო შოკს" განიცდის

5e831a7342521
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 22:15
1483
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) აცხადებს, რომ საავიაციო ინდუსტრია „უპრეცედენტო შოკს“ განიცდის, მას შემდეგ რაც საზღვრები ჩაიკეტა, აიკრძალა მიმოსვლა და ქვეყნებში გამოცხადდა კარანტინი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც IATA აღნიშნავს, ამ ეტაპზე უკვე გაუქმებულია 2 მილიონი ფრენა და ასოციაცია ვარაუდობს, რომ ინდუსტრიის ზარალი 2020 წელს 252 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ავიაკომპანიების უმეტესობა ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს მთავრობებს. American Airlines-ი აშშ-ს მთავრობისგან დაახლოებით 12 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსურ დახმარებას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს კონგრესმა საავიაციო სექტორის დასახმარებლად 50 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო. აღნიშნული ფინანსური დახმარება საშუალებას მისცემს თანამშრომლები ხელფასებით უზრუნველყონ მინიმუმ 30 სექტემბრამდე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები 90.7%-ით შემცირდა. ასევე, British Airways-მა გააჩერა ყველა ფრენა ლონდონის გეთვიკის აეროპორტიდან და ასევე შეამცირა რეისები ჰითროუს აეროპორტიდან.