მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

5deaa55476cc9
BM.GE
06.12.19 22:08
1583
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის
საზღვარი) საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 2019 წლის 08 დეკემბრის 22:00 სთ-დან 09 დეკემბრის 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-
იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.