მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი წლიურ ანგარიშს წარადგენს

5dee6526a6493
BM.GE
10.12.19 09:40
1739
დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.