რა ეტაპზეა საწვავის ბაზრის მოკვლევა და როდის გახდება საჯარო კონკურენციის სააგენტოს მიგნებები? - ამ კითხვით მიმართა BM.GE-მ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელ, ირაკლი ლექვინაძეს.
საქმე ის არის, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით, კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა დაიწყო.
როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ BMG-თან განაცხადა, ამ ეტაპზე მოკვლევა ხუთი მსხვილი რეალიზატორის მიმართ მიმდინარეობს, რომლებიც ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, მოკვლევის მიზანია, დადგინდეს - ირღვევა თუ არა კონკურენციის კანონმდებლობა მსხვილი კომპანიების მხრიდან, ზემოქმედებენ თუ არა შეთანხმებულად ფასებზე და რამდენად არის მათი ქცევა კეთილსინდისიერი მომხმარებელთან მიმართებაში.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვა. საუბარია იმ ხუთ მსხვილ კომპანიაზე, რომლებსაც ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავთ. მათი ერთობლივი წილი ბაზარზე 60%-ს შეადგენს. მოკვლევა მიმდინარეობს არაკეთილსინდისიერი ქცევისა და შესაძლო შეთანხმებული ქმედების მიმართულებით. ამას საფუძვლად უდევს ის, რომ 2022 წელს რუსეთიდან შემოსული გაიაფებული საწვავი სათანადოდ არ აისახა საცალო ბაზარზე. რიგ კომპანიებს შეეძლოთ, გაეზარდათ საბაზრო წილი და კონკურენციაში შესულიყვნენ სხვა კომპანიებთან. ევროპიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში კი, კომპანიების მიერ კონკურენტ კომპანიებზე საბაჟო საწყობიდან 75-95 თეთრით იაფად ხდებოდა საწვავის მიყიდვა, ვიდრე ეს მათ ქსელში შედიოდა“ , - აღნიშნა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევის პირველადი შედეგები საზოგადოებისთვის თებერვალში გახდება ცნობილი. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, დადგინდება თუ არა კანონმდებლობის დარღვევები კომპანიების მხრიდან, სააგენტო მათ მიმართ მაინც გასცემს იმ საჭირო რეკომენდაციებს, რომლებიც ბაზრის მეტ კონკურენტუნარიანობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი