16.ნოემბერი .2019 18:00

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, წერეთლის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

views 367
უკან

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი განხორციელდება, რის გამოც, ღამის საათებში გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოები, აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან - გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით არის დაგეგმილი. 

სამუშაოებს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა