მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო ღონისძიებებისთვის სამუშაოების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდა

5df5dba5a3d72
BM.GE
15.12.19 11:00
895
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 25 დეკემბერს, ამავე მოედანზე, საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და მთავარი ნაძვის ხე აინთება. საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.