მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო კონცერტში 0.5 მილიონის დახარჯვა ვანო მაჭავარიანს მიზანშეწონილად მიაჩნია

5fd899595fac4
ინგა მურუსიძე
15.12.20 15:07
719
თბილისის მერია 2021 წლის შესახვედრად საახალწლო კონცერტის ჩატარებას გეგმავს. კონცერტის ღირებულება 491 ათასი ლარი იქნება და მას მერია ქვეყანაში არსებული "ლოქდაუნის" მიუხედავად გამართავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით გეგმავს. შესყიდვის განაცხადში მითითებულია, რომ კონცერტმა მოქალაქეებს საახალწლო განწყობა უნდა შეუქმნას.

დღეს მედიამ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ივანე მაჭავარიანს ჰკითხა - არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია კონცერტისთვის 0.5 მლნ ლარის დახარჯვა. 

„ჩვენ ვართ საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში. ყველა გასართობი ადგილი დაკეტილია, ყველა რესტორანი დაკეტილია.

ჩვენს მოქალაქეებს, პანდემიის გამო არ აქვთ საშუალება გასართობ ადგილებში იარონ, ამიტომ ის მინიმუმი, რომ ქალაქი არ იყოს ჩაბნელებული, აუცილებელია. სრულიად მიზანშეწონილად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება.

ის, რომ ამ ისედაც რთულ პერიოდში ეს ქალაქი ჩაბნელებული არ უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.