მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება მერიას 209,000 ლარი უჯდება

5dea59bd9f8e9
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.19 23:01
2134
თბილისის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 1,996,000 ლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს თანხმობას. 

კახა კალაძის მიერ 2019 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანებით გაწერილია ის ხარჯთაღრიცხვა, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში უნდა დაიხარჯოს. დოკუმენტის მიხედვით, თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე 209,000 ლარი დაიხარჯება. 

ღონისძიებათა სრული ხარჯთაღრიცხვა ასეთია:



თბილისის მერიამ ცენტრალური ნაძვის ხე და განათებების სისტემა 2.8 მილიონ ლარად იტალიური კომპანია IDO SRL-ისგან შეიძინა, საიდანაც ნაძვის ხის ღირებულება 1 მილიონი ლარი იყო. 

ჯამში, კონცერტები, ნაძვის ხე და განათებები 4.8 მილიონი ლარი ჯდება.