პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობას მისცემს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მგზავრთა ავტომობილში ჩასხდომის ან/და ავტომობილიდან გადმოსხდომის მიზნით იმოძრაონ ან გაჩერდნენ.
ამას გარდა, პროექტი თბილისში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ტრანსპორტის გაჩერების შემთხვევაში 50 ლარით ჯარიმას ითვალისწინებს. დღეს მოქმედ 10 ლარის ნაცვლად.
პროექტის თანახმადვე, მიწისზედა ელექტროტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით, საბაგირო გზით ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით უფასო მგზავრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
“საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ინტენსიურად განვითარდა სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემა, რომელიც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანის გამარტივების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთმანეთთან დაკავშირებული ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიის), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გზით, აგრეთვე სხვადასხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებით საინფორმაციო ბაზის, გაბილეთიანების სქემისა და განრიგის ინტეგრირებით, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით უბილეთო მგზავრობის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციული რეაგირების განხორციელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში და საჯარიმო სანქციის გავრცელება მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით გადაყვანის განხორციელებისას უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევებშიც. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება დაზუსტებას, რათა მოცული იყოს ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც შესაძლებელია უბილეთო მგზავრობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო), ისე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთო მგზავრობის მონიტორინგი ხორციელდება არსებული რესურსით და თანამშრომელთა რიცხოვნობის არც გაზრდა და არც შემცირება არ იგეგმება”, - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება