მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო გამშვებ პუნქტებში 11 900 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

627274ba5d008
BM.GE
04.05.22 19:45
650
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ-ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლის ჩართულობით, საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 11 900 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მ.კ.-ს ჯარიმის სახით 1000 ლარი შეეფარდა, ხოლო არადეკლარირებული საქონელი და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოერთვა. რაც შეეხება, სამართალდამრღვევ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ა.კ.-სა და გ.შ.-ს, მათ ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და დაჯარიმდნენ 1000 ლარის ოდენობით.