მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

5dadd7a31eac8
BM.GE
21.10.19 20:10
952
15-21 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში: "წითელი ხიდი" და "სარფი", სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთა.

"მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 11,340 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სგპ "წითელი ხიდზე" 16 და 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტების გამო, საქართველოს მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებსაც ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.