ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი კორონავირუსის (COVID–19) გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებაროს საქართველოს საზღვრის კვეთის წესები.
"ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად:
საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე და მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით:
თურქეთის რესპუბლიკა
• ნებადართული მხოლოდ "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;
• "კარწახისა" და "ვალეს" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
• ნებადართულია მხოლოდ "წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;
• "ლაგოდეხის", "სამთაწყაროსა" და "მტკვარის" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
რუსეთის ფედერაცია
• ნებადართულია "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტიდან.
სომხეთის რესპუბლიკა
• ნებადართულია მხოლოდ "სადახლო საავტომობილოს" საბაჟო გამშვები პუნქტიდან;
• "გუგუთის", "ახკერპისა" და "ნინოწმინდას" საბაჟო გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოს მოქალაქე მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.
მიღებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, ექიმი ეპიდემიოლოგი იღებს გადაწყვეტილებას პირის იზოლაციის ან სამედცინო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, ხოლო მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) დადგენილი წესის თანახმად, აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ამასთან, საქართველოში დაბრუნებული ყველა საქართველოს მოქალაქის გადაყვანას საკარანტინო ზონაში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
რაც შეეხება, ტვირთების გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, აღნიშნული შეზღუდვა მათ არ შეეხებათ და საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის