მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოზე ყალბი დოკუმენტებით ტრანსპორტის შემოყვანის ფაქტი აღიკვეთა

5f5641bb7ab90
ინგა მურუსიძე
07.09.20 19:00
715
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", 5 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო
ავტომობილი შემოიტანეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრების მიერ, 3 ერთეულ სატვირთო ავტომობილზე, შესაბამისი გაფორმების პროცედურების განხორციელების მიზნით, გამოიწერა სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობები.

„2 ერთეული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ სპეციალური სავალდებულო ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ გადამზიდავი კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, უკვე წარმოდგენილ ნებართვებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებებს არ გააჩნდათ აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისათვის საკმარისი ტვირთამწეობა, რის გამოც მას მიეცა განმარტება შესაბამისი ტვირთამწეობის მქონე მანქანებთან ერთად, წარმოედგინა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ნებართვა.

ხელმეორედ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალი ნებართვის ნომერი ზუსტად შეესაბამებოდა წინა ნებართვის აღრიცხვის ნუმერაციას და მასში შეცვლილი იყო მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ნომრები.

საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა ეჭვის საფუძველზე, გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დასადგენად, ინფორმაცია გადაამოწმეს ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნული ნებართვა არ იყო მათ მიერ გაცემული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება სსკ-ის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის წარდგენა, გამოყენებას გულისხმობს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.