მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო ასოციაცია" რეგულაციების რადიკალურ ლიბერალიზაციას არ ელოდება

5dfb779dc78d1
ინგა მურუსიძე
19.12.19 17:32
919
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაციის მიმართულებით რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება. 

ასე უპასუხა ძნელაძემ BM.GE-ის კითხვას, რაც რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს და მიმდინარე კონსულტაციებს ეხება.

„მიდგომა იქნება შემოსავლებზე ორიენტირებული, ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა, მაგრამ შეიძლება გამარტივდეს გარკვეულ ნაწილში შეფასების მოდელები, თუმცა იმის თქმა, რომ რაიმე სურათი რადიკალურად შეიცვლება, ასეთი მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა ძნელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საფინანსო სექტორს რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ შეუძლია, ვინაიდან მხოლოდ შეთავაზებები არსებობს.

„ცვლილებები ძირითადად ეხება იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც იყო ბანკებში, მაგრამ უფრო არის პროცედურული ნაწილი და ტექნიკური ცვლილებები. მაგალითად შეიძლება დიაპაზონი შეიცვალოს და 5 სახელფასო კრიტერიუმის ნაცვლად იყოს 2. მაგრამ საბოლოო არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მიდგომა იქნება შემოსავლებზე ორიენტირებული, ეს უკვე დადასტურებული ინფორმაციაა. შეიძლება გარკვეულ ნაწილში შეფასების მოდელები გამარტივდეს“, - განაცხადა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ IMF-მა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობა ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და გადახდისუუნარობის წესის შესახებ გააძლიერებს ფინანსურ მდგრადობას და გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ თქვა, რომ რეგულაციების შერბილებასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორთან კონსულტაციები მიმდინარეობს.