მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი: წლის ბოლომდე სისტემის ზარალი მინიმიზირებული იქნება

5f55fac252d29
ლიკა გურაბანიძე
07.09.20 13:30
687
"კომერციული ბანკები სტაბილურად ვითარდება და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სისტემის ზარალი მინიმიზირებული იქნება ან მცირედი მოგება დაფიქსირდება", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა ის სექტორი, რომელიც პანდემიასთან კავშირში არ იყო, რეალურად რეაბილიტაციას უკვე განიცდის და ზრდის ტემპებსაც აჩვენებს, თუმცა არსებობს სექტორები, რომლებიც დაზარალდა.

"თუ კონკრეტულად უძრავი ქონების ბაზარზე ვისაუბრებთ, ჩვენი წინა გამოცდილებებიდან, ცალსახად ვიცით, რომ ნებისმიერი კრიზისი, რომელიც მოხდა პირდაპირპროპორციულად ისახებოდა უძრავი ქონების ფასზე. დღეს უძრავმა ქონებამ პირდაპირი დარტყმა მიიღო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულება იყო ის, რომ იგი პირდაპირ ტურიზმს ებმოდა. მეორე თვალსაზრისით, თუ უძრავ ქონებაზე ფასი მკვეთრად შემცირდება, არა მხოლოდ პირველ საინვესტიციო ღირებულებას დაკარგავს, არამედ მეორე საინვესტიციო ღირებულებასაც, ანუ მასში თანხის დაბანდება მომგებიანი აღარ იქნება.

ნაბიჯმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების ნაწილში იყო გადადგმული, მნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა, რადგან იპოთეკური სესხები, სესხის პროცენტის ნაწილის სუბსიდირების ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვნად გააქტიურებულია. მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, მიუთითებს იმას, რომ იპოთეკური ბაზარი ცალსახად გამოცოცხლებულია და მზარდ ტენდენციას აჩვენებს", - აღნიშნა ალქსანდრე ძნელაძემ.