16.სექტემბერი .2020 09:00

საბანკო ბარათი ბანკის გარეშე - „ევროპაბეთის“ N Card-ი EMV ტექნოლოგიის ჩიპით

views 295
უკან

“ევროპაბეთის” მომხმარებლებს ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით შეუძლიათ სარგებლობა, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოში პირველად, თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი აქვს. შედეგად მომხმარებელს მოგებული თანხის კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიღება შეუძლია. ამავდროულად გაუმჯობესებული ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით არის დაცული.

“ევროპაბეთის სტრატეგია ქართულ ბაზარზე ევროპული სტანდარტის შემოტანაა. ბარათი EMV ჩიპით დახურული არხით მოგების გასანაღდებლად რევოლუციური სიახლეა სათამაშო ბიზნესში. ჩვენი ბარათი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნას და წარმოადგენს საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ ემიტირებული საგადახდო ბარათების ანალოგიურ დაცულ გადახდის ინსტრუმენტს, რაც პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლისთვის გარანტირებული უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ემსახურება. N Card-ით, ევროპაბეთის ანგარიშიდან თანხის გატანის ყველაზე მოსახერხებელი გზით, მისი მთავარი უპირატესობების გამო მომხმარებლები წლებია სარგებლობენ”, - აცხადებს “ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალი ბარათის ამოქმედებით მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება.
გაუმჯობესებული ბარათების მწარმოებელი და სერვისის მომწოდებელი “ევროპაბეთისთვის” კომპანია “ნეოლეთია”.

როგორც ბარათების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი შალვა ჭელიძე განმარტავს, EMV ტექნოლოგია საბანკო სექტორში აპრობირებულია, სათამაშო ბიზნესში კი, ექსკლუზიურად "ევროპაბეთისთვის" შექმნილი N Card პირველი ბარათია, რომელიც ფუნქციურად ბანკის ბარათების იდენტურია.

„ახალი N Card-ის ბარათი არის ჩიპიანი ე.წ. EMV ტექნოლოგიით. EMV ტექნოლოგია ანუ Europay Mastercard Visa, საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მიერ შექმნილი უსაფრთხოების სტანდარტია, რომლის ანალოგიც გახლავთ N Card-ი. აღსანიშნია ისიც, რომ ჩვენი ბარათები მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოქმედებს.

NFC ტექნოლოგია იგივე Near Field Communication არის მონაცემთა გაცვლის უსადენო მეთოდი ორ მოწყობილობას შორის მოკლე მანძილზე. NFC ჩიპით აღჭურვილი პლასტიკური ბარათი გზავნის დაშიფრულ მონაცემებს მიმღებთან მხოლოდ მიახლოვებით, ისე რომ არ არის საჭირო ტერმინალში მისი მოთავსება. ჩიპის დახმარებით კი მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არის დაცული, მაგნიტურზოლიანი ბარათებისგან განსხვავებით.

გარდა იმისა, რომ ბარათზე დატანილი ინფორმაცია უფრო დაცულია, ახალი ბარათების გამოშვებით, ვცდილობთ, COVID-პანდემიის პერიოდში ნაღდი ანგარიშსწორება შევამციროთ და დისტანციური და პოსტ ტერმინალებით გადახდები გავზარდოთ. ამასთან, საბანკო ბარათისგან განსხვავებით N Card-ით განხორციელებული ოპერაციები არ ჩანს საბანკო ამონაწერში“, - განმარტა „ნეოლეთის“ დირექტორმა შალვა ჭელიძემ.

აღსანიშნავია, რომ N Card-ით უნაღდო ანგარიშსწორება ხდება "საქართველოს ბანკისა" და თიბისი ბანკის ტერმინალებზე, ხოლო თანხის გატანა ამ ბანკების ბანკომატებიდანაა შესაძლებელი.

კომპანიის ინფორმაციით, ბარათის გასახსნელად ან ახლის ასაღებად N Card-ის ექსპრეს დახლებს მოლებში ან neollet-ის ფილიალებს უნდა მიმართოთ. N Card-ის ასაღებად აუცილებელია, მომხმარებელს “ევროპაბეთის” ვერიფიცირებული ანგარიში ჰქონდეს.
NS