მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო დეპოზიტები სესხებზე მაღალი ტემპით იზრდება

6384bdb1e86a7
შოთა ტყეშელაშვილი
28.11.22 18:12
4534
საქართველოს საბანკო სისტემა ამჟამად 15 კომერციული ბანკისგან შედგება. მათი ჯამური აქტივები 67.2 მილიარდ ლარს აღწევს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქართულ ბანკებში არსებული სადეპოზიტო პორტფელი უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა, ვიდრე საკრედიტო პორტფელი. 

დეპოზიტების მოცულობა 42.3 მილიარდ ლარს აღწევს:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი ნოემბრისათვის 42.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 243.46 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.53%-ით მეტი). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 243.06 მლნ ლარით, ანუ 1.47%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.60%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 486.53 მლნ ლარით, ანუ 1.90%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.91%-ით).

ეროვნული ბანკის თანახმად, მთლიანი სადეპოზიტო პორტფელის მხოლოდ 42.7% არის ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული. 

კრედიტების მოცულობა 43.2 მილიარდ ლარს აღწევს:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 17.42 მლნ ლარით (0.04%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.55%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 43.24 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 261.19 მლნ ლარით (1.11%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 243.77 მლნ ლარით (1.24%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.12%-ით).

სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ბანკების მიერ გაცემული კრედიტების 55.2% ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული.