მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო გადახდები, აზარტული თამაშები - რომელ გადახდებზე მოგიწევთ სავალდებულო რეგისტრაცია

600812d15fc20
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.21 15:30
4775
სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობის წესი შეიცვალა, რაც ქვეყანაში "გადამხდელის სავალდებულო იდენტიფიკაციის" მოთხოვნას უკავშირდება. ცვლილება 15 იანვარს შევიდა ძალაში, სებ-მა მის შესახებ განმარტება გუშინ, საბანკო ასოციაციამ კი, დღეს გააკეთა. საბანკო ასოციაცია აღნიშნავს, რომ სავალდებულო რეგისტრაცია საჭიროა იმ ოპერაციების დროს, რომლებიც საბანკო სერვისებს, აზარტული თამაშებს, ფულად გზავნილებსა და სხვა გადახდებს უკავშირდება. 

"თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:

• აზარტული თამაშები და ლატარია;
• ონლაინ თამაშები ;
• დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
• ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
• ინტერნეტ მარკეტინგი;
• ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
• ტურისტული მომსახურება;
• ქსელური მარკეტინგი;
• ქველმოქმედება;
• საკონსულტაციო მომსახურება;
• პოლიტიკური პარტიები;
• უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები,"- ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში. 

ეროვნული ბანკის განმარტების თანახმად, რეგისტრაცია არ არის საჭირო შემდეგი სერვისებით სარგებლობის დროს:

- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები)
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები)
- საფოსტო მომსახურება
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები)
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა)
- სავიზო მომსახურების საფასური
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან.
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა

გადამხდელის რეგისტრაციის ვალდებულება განპირობებულია 2019 წელს მიღებული “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებით.