მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო რეგულაციები: ეკონომიკური ეფექტი" – EPRC-ის ორგანიზებით, მორიგი დისკუსია იმართება

5d7f8e0841f7f
თელარა გელანტია
17.09.19 10:15
924
დღეს, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ დაფუძნებული ეკონომიკური დისკუსიების პლატფორმის - ,,KAS EPRC ეკონომიკური არენა" ფარგლებში, რიგით მეორე დისკუსია იმართება.

დისკუსიის თემაა - „საბანკო რეგულაციები: ეკონომიკური ეფექტი“.

როგორც bm.ge-ის EPRC-დან აცნობეს, დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, TBC ბანკის წარმომადგენელი ოთარ ნადარაია და „ლიბერთი ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ალექსი ხუროშვილი.

შეხვედრას კონრად ადნაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი თომას შრაპელი გახსნის.
დისკუსია სასტუმრო „სტამბაში“ (Dining Room #1) 11:00 საათზე დაიწყება.