მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო რეგულაციები რომ მიიღეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიებს არ შეეკითხნენ - BEKO-ს დირექტორი

5de7f5953fdd4
BM.GE
04.12.19 23:00
1029
კანონების შექმნის ან დახვეწის პერიოდში ძალიან საჭიროა ბიზნესსაც თავისი აზრი შეეკითხონ, - ამის შესახებ BEKO-ს გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა BMG-ის გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მიღებულმა საბანკო რეგულაციებმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონია.

„საბანკო რეგულაციები რომ მიიღეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფირმებს არ შეეკითხნენ, აქედან გამომდინარე ყველა ფირმა ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა წლის პირველ ნახევარში. ბევრი გაკოტრდა“, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.

მისივე თქმით, მთავარ პრობლემურ საკითხად ქვეყანაში რჩება ფული.

„რეგიონებში უფრო ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ. ისე უნდა შევქმნათ აქ სიტუაცია, რომ ღარიბი არ იყოს ხალხი. ამისი რეცეპტი არის წესით ხელისუფლებაში. მთავრობაში იმ მიზნით მოდიან, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრან. მე ვარ ბიზნესმენი. ისინი არიან, ვინც სახელმწიფოს მართავს და მათ გეგმაში უნდა იყოს{ამ საკითხის მოგვარება}“ , - აღნიშნა BEKO-ს გენერალურმა დირექტორმა.