მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო რეგულაციების შერბილებით სამომხმარებლო სესხების ზრდა შეიძლება 5%-დან 10%-მდე იყოს"

5e70b57c71fd4
ელენე გოგბერაშვილი
17.03.20 15:51
1594

თიბის ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სამომხმარებლო სესხების ზრდას ელოდება. ბუცხრიკიძის თქმით, ის ცვლილებები, რაც ხორციელდება საშუალო ვადაში ფიზიკური პირების დაფინანსებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

„თუ გვერდზე გადავდებთ კორონავირუსის ეფექტს, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ცვლილებების შემდეგ ზრდა სამომხმარებლო სესხებზე, დაახლოებით, შეიძლება იყოს 5-დან 10%-მდე, მაგრამ ეს არ იქნება 2020 წელს, იმიტომ, რომ ძირითადი გამოწვევა წელს არის კორონავირუსი“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.

რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, როგორც ცნობილია, იზრდება ლარში იპოთეკური სესხების ვადიანობა 15-დან 20 წლამდე. ბუცხრიკიძე არ ფიქრობს, რომ იპოთეკური სესხებისთვის მაქსიმალური ვადინობის გაზრდა საკრედიტო პორტფელს მატერიალურად გაზრდის, მაგრამ თვლის, რომ ადამიანებს უფრო მეტი თანხის აღების შესაძლებელობა ექნება.

საბანკო რეგულაციები შერბილდა - ეროვნულმა ბანკმა ცვლილება დაამტკიცა