მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სექტორი მზად არის, იმუშაოს ტურისტულ ინდუსტრიასთან, რათა მოხდეს სესხების გადავადება"

5e687ce057822
ინგა მურუსიძე
11.03.20 09:47
1394
თუ საჭიროება იქნება და ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები, გამომდინარე კორონავირუსის ეფექტებიდან იქნება დაფიქსირებული, საბანკო სექტორი მზად არის, რომ ემუშაოს ტურისტულ ინდუსტრიას, რათა სესხების გადავადება მოხდეს, იქნება ეს რესტრუქტურიზაციის, თუ სხვა ფორმები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც მაგალითად ტურისტული ინდუსტრიაა.

„პირველ რიგში, აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა, როგორც საბანკო სექტორის, ასევე სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ კონკრეტულად ტურისტულ ინდუსტრიაზე, ამ პროცესს ექნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ასევე, მომდევნო თვეების განმავლობაში არ მოხდა მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ამ არეალის გაფართოების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორზე გავლენების გარდა აღინიშნა პირდაპირი ეფექტები საფინანსო-საბანკო სექტორზე.

„მნიშვნელოვნად ხაზი გაესვა იმასაც, რომ საბანკო სექტორი დღეს არის ბევრად უფრო ჯანსაღი და მზად იმისთვის, რომ შესაბამისი საგარეო შოკები ძალიან დაბალანსებულად მიიღოს და არ მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეგავლენა თავად საბანკო სექტორზე, განსხვავებით მაგალითად 2014-2015 წლების საგარეო კრიზისისა, რადგანაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს ბევრად უფრო მეტი ე.წ. ბუფერი, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.