მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორის მოგება გაიზარდა

62b06c8272843
ნინო ტაბატაძე
21.06.22 10:15
2192
საბანკო სექტორს მოგება გაეზარდა. მაისში კომერციული ბანკების მოგებამ 159.03 მლნ ლარი შეადგინა. აპრილთან შედარებით ზრდა 45%-ია, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი, სექტორმა 21 მლნ ლარით ნაკლები მოგება მიიღო.

5 თვეში კი, საბანკო სექტორის კონსოლიდირებული მოგება 681.9 მლნ ლარია.

იანვარ -მაისის მონაცემებით კი, ბანკების ჯამური შემოსავალი 2.766 მლრდ ლარი იყო, საიდანაც 581,9 მილიონი ლარი მხოლოდ მაისში მიღებული შემოსავალია.

რაც შეეხება ხარჯებს, 5 თვეში სექტორმა 1.94 მლრდ ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 385 მლნ მაისის ხარჯია.

ბანკების მოგება თვეების მიხედვით:
• იანვარი - 212.69 მლნ ლარი
• თებერვალი - 90.61 მლნ ლარი
• მარტი - 110.18 მლნ ლარი
• აპრილი - 109.39 მლნ ლარი
• მაისი - 159.03 მლნ ლარი