22.ნოემბერი .2019 19:00

საბანკო სექტორში 5000 ლარამდე მიკროსესხები მცირდება

views 721
უკან

სესხების გაცემის "პასუხისმგებლიანი" მოდელი ჭარბვალიანობის რისკების შემცირებას ისახავს მიზნად, ამ მიზნის მისაღწევად კი, ეროვნულმა ბანკმა ათიათასობით მოქალაქეს ახალი სესხების აღება შეუზღუდა.

ამასთან ერთად, სრულად შეიცვალა სავალუტო სესხების გაცემის წესი და მისი შესაძლო მინიმალური მოცულობა, რის შედეგადაც მოქალაქეთა თითქმის სრულ უმრავლესობას და მცირე და საშუალო ზომის იურიდიული პირების დიდ ნაწილს, ნებით თუ უნებლიეთ, უცხოური ვალუტის სესხებთან წვდომა აეკრძალა. განისაზღვრა ერთიანი ჭერი იმაზე, თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი, მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად - 15 წელი, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადად 4 წელი განისაზღვრა.

ცვლილება ყველაზე მეტად მიკროსესხების - 5000 ლარამდე მოცულობის სესხების ბაზარზე აისახა. ბაზრის ამ სეგმენტში, 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით, 4,150,140,000 ლარის სესხები გაიცა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5.01%-ით ნაკლებია.

სესხების გაცემაში არსებულმა ამ შემცირებამ გავლენა მოახდინა იმ კომპანიებზე, რომელთა ბიზნესმოდელი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამომხმარებლო/საგანვადებო სესხებზე. მათ შორის რეგულაციები აისახა ავეჯის, ელექტროტექნიკისა და სხვა გრძელვადიანი მოხმარების საქონლის რეალიზატორ კომპანიებზე.

საკრედიტო ბაზრის უფრო მაღალ სეგმენტში კი, დაკრედიტების ზრდაა. სავარაუდოდ, სავალუტო სესხების აკრძალვის გამო, 62%-ით არის გაზრდილი 100,000-დან 1,000,000 ლარამდე გაცემული სესხების მოცულობა. 2019 წლის ცხრა თვეში ამ კატეგორიაში გაცემული სესხების პორტფელი 2,467,530,000 ლარს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,077,254,000 ლარით მეტია.

მიმდინარე წლის 9 თვეში ამ კატეგორიის სულ 10,590 სესხი გაიცა, რაც 2018 წელთან შედარებით 114%-ით მეტია.



საბანკო რეგულაციები გარკვეულწილად შემცირდება, რის მიზეზსაც მთავრობის მიერ 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აკრძალვის 100,000 ლარამდე შემცირებაა. აღნიშნული აკრძალვის გამო, ქვეყანაში არსებულ ფიზიკურ და იურიდუულ პირებს არ შეეძლოთ 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა