მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტები გაიზარდა

60378338cb800
BM.GE
25.02.21 15:50
961
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი თებერვლისთვის 34.88 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც პირველ იანვართან შედარებით 247.8 მილიონი ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე დეპოზიტების მატებამ 0.34% შეადგინა. 

"იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 625.96 მლნ ლარით, ანუ 3.88%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.47%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 378.12 მლნ ლარით, ანუ 2.04%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.39%-ით)

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.55% შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.52% შეადგინა, მათ შორის ლარის დეპოზიტებზე საშუალო სარგებელი 8.23%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 1.90%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.15%, ხოლო ევროს წილმა 14.47% შეადგინა.

დეპოზიტებისგან განსხვავებით იანვარში ბანკების საკრედიტო პორტფელი შემცირდა. კლებამ 48 მილიონი ლარი შეადგინა.