მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სისტემაში ლარის სესხებში ზრდაა, სავალუტო სესხებში კი კლება

61c9d99193096
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.21 00:40
588
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, კომერციულ ბანკებს ეკონომიკაზე 41,400,000,000 ლარის სესხები აქვთ გაცემული. წინა თვესთან შედარებით, ეს თანხა 292 (0.7%-ით) შემცირდა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ის 1.2%-ით გაიზარდა. 

სებ-ის ანგარიშის თანახმად, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 279.90 მლნ ლარით (1.39%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 571.83 მლნ ლარით (2.66%-ით) შემცირდა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.03%-ით.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ნოემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.58 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.37%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.08 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.97%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.72%-ით მეტი).

2021 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.40%-ით, ანუ 83.58 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 20.88 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.43 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.02 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.09 პროცენტული პუნქტით)", - ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.