მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სისტემაში სესხების საშუალო განაკვეთი და დეპოზიტების სარგებელი შემცირდა

609bdb90292a3
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.21 17:41
1329
კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ქართულ საბანკო სისტემაში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შემცირდა. მასთან ერთად შემცირებულია სარგებელი დეპოზიტებზეც, რაც სავალუტო დეპოზიტების სარგებლის კლებით არის გამოწვეული.

2021 წლის მარტის მდგომარეობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე 12.2% შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით საპროცენტო განაკვეთების ცვლილება ასეთია:

● იურიდიული პირების ლარის სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 15.2%, მატება წინა თვესთან 0.2 პროცენტული პუნქტი;
● ფიზიკური პირების ლარის სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 17.9%, კლება წინა თვესთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
● იურიდიული პირების სავალუტო სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 6.7%, ცვლილება 0.
● ფიზიკური პირების სავალუტო სესხების საშუალო საბაზრო განაკვეთი - 6.1%, კლება წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტი.

რაც შეეხება დეპოზიტების საშუალო სარგებელს, ის მარტში წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.6% შეადგინა, რაც ძირითადად სავალუტო დეპოზიტების განაკვეთის შემცირებას უკავშირდება.

ცალკეული კატეგორიების მიხედვით, დეპოზიტების განაკვეთების ცვლილება ასეთია:

● იურიდიული პირების ლარის დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 8.2%, მატება წინა თვესთან 0.1 პროცენტული პუნქტი;
● ფიზიკური პირების ლარის დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 17.9%, ზრდა წინა თვესთან 0.9 პროცენტული პუნქტი;
● იურიდიული პირების სავალუტო დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 2.3%, კლება 0.3 პროცენტული პუნქტი;
● ფიზიკური პირების სავალუტო დეპოზიტების საშუალო საბაზრო სარგებელი - 1.4%, კლება წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტი.