"2020 წელი ძალიან მძიმე იყო, რადგან რამდენიმე თვე გაჩერებულები ვიყავით; ზარალი 6 მლნ ლარს შეადგენდა და ის წელს კიდევ გაიზრდება", - ამის შესახებ “საქმიან დილში” სავაჭრო ცენტრ “საბას" მფლობელმა პაატა კაჭარავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სავაჭრო ქსელებისთვის მთავრობის მხრიდან ქონების გადასახადზე შეღავათების დაწესებაა საჭირო.
“ქონების გადასახადის ნაწილში სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს; როდესაც შემოსავალი არ გაქვს და იგივე ქონების გადასახადს იხდი, რთულია. 2011 წლამდე ქონების გადასახადის გადახდა დანახარჯების მიხედვით ხდებოდა, ხოლო დღეს ქონება საბაზრო ფასით ფასდება", - აღნიშნა კაჭარავამ.
“საბას" მფლობელმა სავაჭრო ქსელების 1 თებერვალს გახსნის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ თუ ამ პერიოდში ობიექტები გაიხსნება, თანამშრომლებისთვის კორონავირუსზე ტესტირების ვალდებულება იქნება, რაც კონკრეტულ დანახარჯებთანაა კავაშირშ. პაატა კაჭარავა ამ ნაწილში სხვა სახის რისკებსაც ხედავს.
“იმ შემთხვევაში თუ პირველ თებერვალს გავიხსნებით, მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად, თანამშრომლებს ტესტირება უნდა ჩავუტაროთ. მაგალითად, თუ ერთ სივრცეში 50 ადამიანზე მეტია დასაქმებული, მათ ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ. ერთი ტესტი 30 ლარი ღირს და პასუხისმგებლობა ტესტირების ჩატარებაზე სავაჭრო ცენტრის მფლობელზე, ასევე მოიჯარეებზე იქნება. ეს დანახარჯი თვეში 90 ათასი ლარზე ავა, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს, თუმცა საშიშია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ჩვენ მიერ ერთ დღეს გატესტილი პირები, ორი კვირის გასვლამდე შესაძლებელია სწორედ ამ გზით დაინფიცირდნენ”, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა