მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ბაღებისთვის შესასრულებელი პროტოკოლი მზად 10 დღეში იქნება – გვანცელაძე

5f3792326b486
თათია ჩაფიჩაძე
15.08.20 11:43
999
საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება. როგორც bm.ge-თან საუბრისას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა, ბაღებისთვის შესასრულებელი პროტოკოლი მზად მომდევნო 10 დღის ვადაში იქნება. გვანცელაძის ინფორმაციითვე, წელს, თბილისში 4 ახალი ბაღი გაიხანება, რომელიც დამატებით 1500-მდე ბავშვს მოემსახურება.

“მუშავდება პროტოკოლი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და დეტალებს 10-დღიან ვადაში გავასაჯაროებთ. სწავლის დაწყება იგეგმება 14 სექტემბერს სკოლებზე ერთი დღით ადრე.

წელს 4 ახალი ბაღი გაიხსნება და სულ 185 ბაღი იქნება, საშუალოდ 1500 ბავშვი დაემატება, რაც შეეხება თანამშრომლებს, დასაქმებულთა რაოდენობა 240-ით გაიზარდა.”- განაცხადა გვანცელაძემ.

ცნობისთვის, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს იწყება. განათლების სამინისტრომ ის რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც სკოლებს მოუწევთ, უკვე შეიმუშავა.