მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ბაღებს მუშაობის განახლებისთვის რეგისტრაცია მოუწევთ

5f475592c7890
BM.GE
27.08.20 10:57
773
პროტოკოლები, რომლებიც საჯარო და კერძო ბაღების გახსნასთან არის დაკავშირებული, უკვე მომზადებულია და რამდენიმე დღეში, დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნდება, - ამ საკითხზე ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ კერძო საბავშვო ბაღების სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სააღმზრდელო დაწესებულებებს დეტალურად გააცნო ის რეკომენდაციები, რომლებიც მათივე აქტიური ჩართულობით შემუშავდა. საბოლოო პროტოკოლზე კერძო და საჯარო სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტური თანხმობაა.

იმისთვის, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა ოპერირება განაახლონ, უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება და ისინი, შრომის ინსპექციისა და სხვადასხვა საზედამხედველო უწყებების ჩართულობით შემოწმდება.

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერა და სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი გახსნაა.

„ჩვენ გვესმის ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც დღეს იმ ბიზნესს აქვს, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ გაუხსნელი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ საბავშვო ბაღების, კინოთეატრების გახსნის თარიღი უკვე ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ამ სექტორების გახსნა იქნება მდგრადი და წარმატებული“, - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, კი 1 ოქტომბრიდან - საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები.