მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობას 4 ოქტომბრიდან განაახლებენ

61532e00e4a43
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 19:00
1306
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობის განახლებას 4 ოქტომბრიდან შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

ცნობისთვის, საბავშვო გასართობ ცენტრებს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ოპერირება თავდაპირველად 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე აეკრძალათ, თუმცა შეზღუდვა ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო 4 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დასწრებით განახლების გადაწყვეტილებაც მიიღო.